09 აგვისტო 2020,   13:34
ვრცლად
მოველი შეთანხმების სრულ შესრულებას და საქართველოს დემოკრატიის გაღრმავებას - სენატორი ჯიმ რიში 8 მარტის შეთანხმებაზე

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სოციალურ ქსელ twitter-ის მეშვეობით ეხმიანება.

სენატორი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებს ულოცავს და აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოელის.

"მე მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც 8 მარტის შეთანხმება მოითხოვდა. ეს გაზრდის ქართველების ნდობას მათი მთავრობის მიმართ და წაახალისებს დემოკრატიულ ჩართულობას. მოველი შეთანხმების სრულ შესრულებას და საქართველოს დემოკრატიის გაღრმავებას,"- წერს რიში twitter-ზე.

დღის ამბები