16 ივლისი 2020,   20:24
ვრცლად
პოლონეთში იმედი აქვთ, აშშ სამხედროების ნაწილს გერმანიიდან პოლონეთში გადაიყვანენ

პოლონეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ აშშ-ის სამხედროების ნაწილი გერმანიიდან პოლონეთში გადაინაცვლებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ადგილობრივ რადიოს განუცხადა. მისი განმარტებით, ახლა, გადაწყვეტილების მიღება აშშ-ზეა დამოკიდებული.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა რობერტ ო"ბრაიენმა უკვე მოაწერა ხელი ბრძანებას გერმანიიდან ძალების გაყვანის შესახებ. მედია იტყობინება, რომ სამხედროების რაოდენობა გერმანიაში, შესაძლოა, 9500-ით შემცირდეს და მაქსიმალური რიცხვი 25000 იქნება.

თეთრ სახლსა და პენტაგონში, გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ამჟამად, გერმანიაში 34,500 სამხედროა განთავსებული.

დღის ამბები