09 ივლისი 2020,   17:38
ვრცლად
ყველა ლიდერის კანდიდატურა განიხილება მაჟორიტარული ოლქებისთვის - ბადრი ჯაფარიძე

როგორც ცნობილია, პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატების წარდგენას აპირებს. თუმცა თბილისთან დაკავშირებით არ არის გამორიცხული, პოზიცია შერბილდეს.

იქნება თუ არა ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე, ინფორმაციას ის არც უარყოფს და არც ადასტურებს.

"როდესაც ჩვენ გვექნება უკვე შეჯერებული პოზიცია, თუ ვინ რომელ საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს, ჩვენ ამის შესახებ აუცილებლად განვაცხადებთ. ყველა ლიდერის კანდიდატურა განიხილება მაჟორიტარული ოლქებისთვის," - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ. 

დღის ამბები