09 ივლისი 2020,   19:33
ვრცლად
8 ივნისიდან ყველა შეჩერებული სექტორი მუშაობას განაახლებს

რესტორნები, სასტუმროები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი - ხვალიდან საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი იხსნება.

8 ივნისიდან უკვე შესაძლებელი იქნება მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა. მუშაობას სრულად იწყებს ბარები და რესტორნები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, სასტუმროები.

სარესტორნო ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ დახურული სივრცეების გახსნა მას გარკვეულ ფინანსურ მოგებას მოუტანს, თუმცა, თუ საბანკო სფერო დახმარებას არ გაუწევს ბიზნესს, შესაძლოა, გარკვეული პრობლემების წინაშე დადგეს ბიზნესსექტორი.

"ფინანსური პრობლემები არის, ძირითადად, რესტორნების, რომელიც ვერ გაიხსნება. სამწუხაროდ ფინანსური დახმარება საბანკო სფეროდან არ არის. კარგია ღია სივრცეების გახსნა, თუმცა უამრავი რესტორანი მაინც პრობლემის წინაშე დგას,"- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ხვალიდან დასაშვები გახდება საქალაქთაშორისო გადაადგილებაც, თუმცა მძღოლები გარკვეულ პრობლემებზე და მგზავრობის შესაძლო გაძვირებაზე საუბრობენ.

მძღოლების ნაწილი აცხადებს, რომ ბილეთების გაძვირება განპირობებული იქნება მგზავრების შემცირებით.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული ექვს ეტაპიანი გეგმა დაჩქარებით განხორციელდა და სულ 4 ეტაპი გახდა საჭირო. ორშაბათიდან ყველა სექტორი სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას.

შეზღუდვები კი კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში დაიწყო და ნელ-ნელა ყველა სექტორმა მუშაობა შეაჩერა.

დღის ამბები