09 ივლისი 2020,   19:11
ვრცლად
იქნება თუ არა ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე - ოპოზიცია საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს

ვინ იქნება ოპოზიციის ვაკის მაჟორიტარი, შეძლებს თუ არა პარტიების ნაწილი შეთანხმებას ოლქზე, რომელზეც პრეტენზია მანამდე, არაერთი პოლიტიკოსის მხრიდან ისმოდა - "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ვაკეში მაჟორიტარ დეპუტატად მის კანდიდატურას განიხილავს.

ოპოზიციის წევრები ამ განცხადებაზე საუბრისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ კონკრეტული კონფიგურაცია მხოლოდ კონსულტაციების დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდება.

"ჩვენ კონსულტაციები გვაქვს ყველა პოლიტიკურ ძალასთან. კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ უახლოეს ხანებში კანდიდატები იქნება შეჯერებული თბილისში. კონკრეტულად ვინ მოიაზრება ამ კანდიდატებში, ვერ გეტყვით. კონკრეტულ კანდიდატურებზე ახლა ვერ ვისაუბრებთ.

მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე თბილისზე შევთანხმდეთ და მერე გავაგრძელოთ კონსულტაციები სხვა ოლქებზე, განსაკუთრებით იქ, სადაც დიდი შედეგი ჰქონდა ოპოზიციას," - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიცია მალე ჩამოყალიბდეს მაჟორიტარ კანდიდატებზე.

დღის ამბები