09 ივლისი 2020,   19:00
ვრცლად
რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე სუსში დაკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებიათ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სუსში დაკითხვები გრძელდება.

"კურიერის" ინფორმაციით სუსში დღეს ჩანიშნული გამოკითხვა ხვალისთვის გადაიდო.

საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ეპისკოპოსი გამოკითხვაზე სუსს ჯერჯერობით არც კი დაუბარებია.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი აცხადებს, რომ მისი განცხადება დისკრიმინაციულ ელემენტებს არ შეიცვადა.

"მათ აქვთ რაღაც ოპერატიული ინფორმაცია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ჩემი სიტყვები არანაირი დისკრიმინაციის შემცველი არ ყოფილა,"- განაცხადა ეპისკოპოსმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას. სწორედ მათ საქმიანობას იძიებს სუსი რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით.

დღის ამბები