21 ოქტომბერი 2020,   14:57
ვრცლად
პროფესიული განათლება ბიზნესისთვის COVID-19-ის შემდეგ - განათლების სამინისტროში კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება

პროფესიული განათლება ბიზნესისთვის COVID-19-ის შემდეგ - ამ თემაზე განათლების სამინისტროში კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება.

ამჯერად, მინისტრის მოადგილემ ონლაინ სამუშაო შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართა.

"განვიხილეთ ბიზნესის საჭიროებები, როგორც კორონავირუსის პერიოდში, ასევე პანდემიის შემდგომ პერიოდშიც და ვისაუბრეთ იმ მექანიზმების შესახებაც, რომლითაც ჩვენს სამინისტროს შეუძლია მხარი დაუჭიროს მოკლე ვადაში, მომზადება-გადამზადების გზით, სხვადასხვა პერსონალის მომზადებას,"- აცხადებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი.

შეხვედრის მიზანი  კოროანვირუსით გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირება და პროფესიული განათლების კონტექსტში, მათი გადაჭრის გზების შეთავაზება იყო.

დღის ამბები