25 ოქტომბერი 2020,   23:52
ვრცლად
რთული მდგომარეობა ბრაზილიაში - ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში მეორე ადგილზეა

პანდემიის გამო ცხელ წერტილად იქცა სამხრეთ ამერიკა. კვლავ რთული მდგომარეობაა ბრაზილიაში. ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მსოფლიო რუკაზე მეორე ადგილზეა. ბრაზილიამ ფატალური შემთხვევებით უკვე იტალიას გადაასწრო. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 30 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ბრაზილიის პრეზიდენტი აკრძალვების მოხსნას გეგმავს.

შეიძლება ითქვას, რომ შეზღუდვებს არასერიოზულად ეკიდება, ის აქციებზეც არაერთხელ იყო. არ იცავს დისტანციას და არ ატარებს პირბადეს. მას შემდეგ კი, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა ბრაზილიის მხრიდან რეგულაციების ნაადრევ მოხსნაზე, ის ორგანიზაციიდან გამოსვლით დაიმუქრა.

"გუშინდელი მონაცემების ჩათვლით დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 640 ათასს გასცდა. აქედან ნახევარზე მეტი ადამიანია COVID-19-გან განიკურნა. სამწუხაროდ კვლავ მზარდია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც,“ - აცხადებს ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდო მაკარიო

დღის ამბები