25 ოქტომბერი 2020,   23:28
ვრცლად
სოხელ რუხში საფეხბურთო აკადემია აშენდება - ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ეწვია და მიმდინარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროცესი დაათვალიერა.

პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში იყვნენ.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა.

საფეხბურთო დელეგაციამ ფოთის და ლანჩხუთის მშენებარე მოედნებიც მოინახულა.

"მიხარია, რომ პროექტი, რომელიც ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ, მშენებლობის აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში სოხელ რუხში საფეხბურთო აკადემია აშენდება და მის მშენებლობას სრულად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აფინანსებს.

ასევე მსურს მადლობა ვუთხრა ადგილობრივ ხელისუფლებას, სწორედ მათი დახმარებით მოხდა აღნიშნული ტერიტორიის ჩვენთვის გადმოცემა. პროექტის მიხედვით მოეწყობა სამი სტანდარტული საფეხბურთო მოედანი, განათებით და ტრიბუნით. მსგავსად სფფ-ის სხვა აკადემიებისა, ადგილზე ორი ასაკობრივი გუნდი იცხოვრებს. საფეხბურთო კომპლექსის გამოყენება ასევე შესაძლებელი იქნება სხვა საფეხბურთო სკოლებისთვის და სამოყვარულო ფეხბურთისთვის," - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

დღის ამბები