21 ოქტომბერი 2020,   15:30
ვრცლად
ზღვაში და აუზზე ბანაობა საშიში არ არის - პაატა იმნაძე

აუზზე და ზღვაზე ბანაობა საშიში არ არის- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, წყლით ეს ვირუსი არ გადადის, ამიტომ ადამიანებს არ უნდა შეეშინდეთ აუზზე და ზღვაზე წასვლა, თუმცა სიფრთხილის გამოჩენა იქაც საჭიროა.

"წყლით ეს ვირუსი არ გადადის, თუმცა ფეკალიებით ეს ვირუსი გამოედინება. ზღვაში და აუზზე ბანაობა საშიში არ არის. უნდა ვიყოთ ფრთხილად გასახდელებთან და უნდა ვიყოთ ფრთხილად პლიაჟებზე და აუზთან არსებულ სივრცეებთან,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

დღის ამბები