21 ოქტომბერი 2020,   15:24
ვრცლად
ადამიანებს აჯარიმებდნენ და აიძულებდნენ წაეშალათ გამოქვეყნებული მასალა - გრანტ მიკაელიანი

კავკასიის ინსტიტუტის მკვლევარი გრანტ მიკაელიანი ამბობს, რომ მთავრობამ ქვეყანაში ვირუსით გამოწველი პანიკის ჩახშობა ეფექტურად შეძლო, თუმცა ადამიანებს ინფექციის უკვე აღარ ეშინოდათ. 

მიკაელიანი "ღამის კურიერთან" ამბობს, რომ  მოქალაქეები საფრთხეს სერიოზულად აღარ აღიქვამდნენ. 

"ოფიციალური რიცხვების/სტატისტიკის გაკრიტიკება დაუშვებელია. ადამიანებს აჯარიმებდნენ და აიძულებდნენ წაეშალათ გამოქვეყნებული მასალა. ამ შეზღუდვის დაწესების მიზეზად პანიკასთან ბრძოლას ასახელებდნენ. როგორც აღმოჩნდა, პრობლემა არა პანიკაში, არამედ ვირუსშია. მთავრობამ კი შეძლო პანიკის წარმატებით ჩახშობა, მაგრამ ადამიანებს უკვე აღარ ეშინოდათ ვირუსის, სერიოზულად არ უყურებდნენ კარანტინს და საფრთხეს. ამან შეუწყო ხელი კოვიდშემთხვევების ზრდას," - აცხადებს გრანტ მიკაელიანი.  

კავკასიის ინსტიტუტის მკვლევარი ვარაუდობს, რომ დაინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რიცხვი სწრაფად გაიზრდება. 

"ინფიცირებულების უმეტესი ნაწილი არ რეგისტრირდება სისტემაში. ჩემი მათემატიკური მოდელი აჩვენებს, რომ სომხეთში 86 000 ინფიცირებულია, 26 000 ინკუბაციის პერიოდშია და ისინიც მალე დააინფიცირებენ სხვებს. ჩემი აზრით, აუცილებელია სრული საკარანტინო ზომის მიღება - საველე საავადმყოფოების მოწყობა. აუცილებლად უნდა დავიწყოთ მზადება იმისთვის, რაც თვის ბოლოს მოხდება - ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რიცხვი სწრაფად გაიზრდება," - აცხადებს გრანტ მიკაელიანი

დღის ამბები