21 ოქტომბერი 2020,   15:17
ვრცლად
4 ახალი შემთხვევიდან ერთი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, დანარჩენი სამი კი იმპორტირებულია, ისინი სატვირთოს მძღოლები არიან - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ 4 ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტით დაინფიცირდა, ხოლო დანარჩენი სამი არის იმპორტირებული შემთხვევა. მისი თქმით, სამივე მათგანი სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 

"დღევანდელი მონაცემებით 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოგვემატა და  796-დან გავხდით 800. ანუ, გვყავს ახლა 800 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული გაიზარდა მხოლოდ 6-ით. იყო 634 და გვყავს 640,  ეს არის უკვე 80%. ამ ეტაპზე, COVID ცენტრებში მკურნალობს 147 კოვიდდადასტურებული. ამ 4 ახალი შემთხვევიდან ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, საბურთალოს კლასტერიდან, დანარჩენი სამი არიან სატვირთო ავტომობილების მძღოლები, მაგრამ ეს არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული, არა საქართველოს მოქალაქეები," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტები ამ ეტაპზე აღარ არიან და ძირითადად, კლინიკაში საშუალო სიმძიმის პაციენტები ჭარბობენ. 

"რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე გვყავს 57 დადასტურებული შემთხვევა. 2 შემოგვემატა გუშინ დადასტურებული შემთხვევა, ისინი არიან ჩვენთან მკურნალობაზე მყოფი პაციენტების ორი ოჯახის წევრი, საბურთალოს კლასტერი ესეც. ორიც გამოჯანმრთელდა და დატოვა კლინიკა. 

მძიმე პაციენტები ჩვენ მძიმე პნევმონიით და პრობლემური პაციენტები ამ ეტაპზე არ გვყავს. ძირითადად უკვე საშუალო სიმძიმის პაციენტები ჭარბობს ამ 57-ში და მცირე რაოდენობით არის მსუბუქი მიმდინარეობით," - ამბობს მარინა ეზუგბაია. 

დღის ამბები