21 ოქტომბერი 2020,   15:20
ვრცლად
კაფე "ვერდესთან" გაზგასამართი სადგური აფეთქდა - დაშავდა 1 ადამიანი

თბილისში კაფე "ვერდესთან" გაზგასამართი სადგური "ეკოგაზი" აფეთქდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სასწრაფო დახმარების მანქანები.

როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, დაზიანდა იქვე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი და ჩაიმსხვრა ფანჯრები.

როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა რატი მუჯირმა განუცხადა, დაშავდა ერთი ადამიანი. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 

დღის ამბები