04 აგვისტო 2020,   10:16
ვრცლად
მოსკოველებს გარეთ ვარჯიშისა და სეირნობისთვის კონკრეტულ საათებს უწესებენ

რუსეთში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა კვლავ მაღალია, თუმცა მოსკოვში დღეიდან შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი იწყება. დედაქალაქის მცხოვრებლებს დღეიდან გარეთ სასეირნოდ გასვლის ნებას დართავენ, თუმცა სახლიდან გამოსული ადამიანებისთვის პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება. სეირნობა და გარეთ ვარჯიში დროის კონკრეტულ მონაკვეთში იქნება ნებადართული. დედაქალაქში იხსნება მაღაზიები და ავტოსალონები. წესების დაცვას პოლიცია და ადმინისტრაციულ-ტექნიკური ინსპექციის თანამშრომლები გააკონტროლებენ.

"არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროა, გაიხსნას სილამაზის სალონები, ავტოსალონები. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ყოველდღე 2 ათასი, ან 3 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს. მოსკოვის მცხოვრებლებს გარეთ სასეირნოდ გასვლის უფლება ექნებათ. ვარჯიშის უფლება დედაქალაქის მოსახლეობას ყოველ დღე, დილის 9 საათამდე ექნებათ, სეირნობის კი დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე, მაგრამ კვირაში სამ დღეს,"- აცხადებს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი.

დღის ამბები