10 აგვისტო 2020,   20:00
ვრცლად
დონალდ ტრამპი უსაფრთხოების მიზნით ბუნკერში გადაიყვანეს - აშშ-ში საპროტესტო აქციები გრძელდება

საიდუმლო სამსახურის აგენტებმა, უსაფრთხოების მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლთან საპროტესტო აქციების დროს მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს.

"ნიუ-იორკ თაიმსის" ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა ბუნკერში საათზე ნაკლები დრო გაატარა.

დონალდ ტრამპის რეზიდენციასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდნენ. საპროტესტო აქციების გამო, ვაშინგტონის მერის განცხადებით, აშშ-ს დედაქალაქში კომენდანტის საათიც გამოცხადდა.

შეერთებულ შტატებში პროტესტი უკვე ერთ კვირაზე მეტია გრძელდება.

დღის ამბები