16 ივლისი 2020,   19:51
ვრცლად
ახალი რეგულაციები ტურიზმის ინდუსტრიისთვის - მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ადმინისტრაცია კერძო სექტორს ტრენინგებსაც შესთავაზებს

ტურიზმის ინდუსტრიისთვის COVID-19 დაკავშირებული რეგულაციების გამოქვეყნებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეხმიანება. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, რეგულაციების დანერგვის პარალელურად ტურიზმის ადმინისტრაცია კერძო სექტორს ტრენინგებს შესთავაზებს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი და სრულებით უსასყიდლო იქნება.

ახალი რეგულაციები გიდებისთვის, სასტუმროებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, სარესტორნო ბიზნესისა და სატრანსპორტო კომპანიებისთვის შემუშავდა.

სპეციალური რეგულაციები კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა.

"ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეპიდემიოლოგებთან, კერძო სექტორთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ტურიზმის სფეროში დასანერგ რეგულაციებზე, რომელიც სავალდებულო იქნება სექტორის წარმომადგენლისთვის.

რეგულაციები შეეხება სასტუმრო, სარესტორნო ბიზნესს, ასევე ტურისტულ კომპანიებს, გიდებს და ტურისტულ ტრანსპორტს. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ რეგულაციების შექმნისას კერძო სექტორის როლი ყოფილიყო დიდი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტორის წარმომადგენლები ამ რეგულაციების თანაავტორები არიან. მათი ყველა თხოვნა ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გაითვალისწინეს. ეს არის სრული პასუხისმგებლობით დანერგილი რეგულაციები, რაც პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ეს არ იქნება მძიმე ტვირთი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომ დანერგონ და შემდეგ სწორად აღასრულონ," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.  

დღის ამბები