12 ივლისი 2020,   12:47
ვრცლად
პარლამენტში ინტერპელაციის წესი იღებს პოლიტიკური სპეკულირების ფორმას, ვეღარ თოკავთ სამწუხაროდ საკუთარ ეგოს - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პარლამენტში ინტერპელაციის წესი პოლიტიკური სპეკულირების ფორმას იღებს.

გიორგი გახარიას განცხადებით, ოპოზიციისგან ძირითადად ემოციურ და უშინაარსო კითხვებს ისმენს. 

"ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და პარლამენტს, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ითქვას აქ. ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ემოციები ძლევს, დაიღალეთ ეტყობა კოლეგებო და ვეღარ თოკავთ სამწუხაროდ საკუთარ ეგოს.

მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლემენტის ტრიბუნა გამოიყენება ემოციური უშინაარსო გამოსვლისთვის, რომლის უკანაც პოლიტიკური ლოზუნგების გარდა საერთოდ კითხვა არ არის. საერთოდ ეს ინტერპელაცია იღებს ფორმას რაღაც პოლიტიკური სპეკულირების," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები