12 ივლისი 2020,   13:48
ვრცლად
პლუტკოკრატიული ხალხი მართავს ამ ქვეყანას 8 წელიწადია - სალომე სამადაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ, აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას პლუტოკრატიულად მართავს.

სამადაშვილის შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში კორუფცია დაამკვიდრა. 

"რატომ ჰპარავთ იცით ბატონი პრემიერო ხალხს ფულს, იმიტომ რომ თქვენ, თქვენი მეორე სამშობლო რომ არის ამ ქვეყნიდან ჩრდილოეთში იქ რომ არის პლუტოკრატიული რეჟიმი, ასეთი რეჟიმი დაამყარეთ ჩვენს სამშობლოში და პლუტოკრატია იცით რას ნიშნავს, პლუტკოკრატია ნიშნავს კორუმპირებული, ცოტა და მდიდარი ადამიანის მიერ მართვას დანარჩენი მოქალაქეების ხარჯზე. აი იმ მოქალაქეების, რომლებსაც თქვენ უფლებებიც წაართვით და დღეს გადარჩენის შანსსაც ართმევთ. კორუმპირებული, პლუტკოკრატიული ხალხი მართავს ამ ქვეყანას 8 წელიწადი, მიზერულ თანხებსაც კი ისევ საკუთარ კორუმპირებულ დღის წესრიგზე ხარჯავთ და არა იმაზე, რაზეც დღეს სჭირდება ქართველ ხალხს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები