12 ივლისი 2020,   14:03
ვრცლად
მოვისმინეთ დემაგოგიური შეკითხვა და პრემიერის ძალიან დამაჯერებელი პასუხი - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სიღარიბესთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან პრემიერისთვის დასმულ კითხვას დემაგოგიურს უწოდებს და აცხადებს, რომ პრემიერმა ინტრიგნულ კითხვას დამაჯერებელი პასუხი გასცა:

"ჩვენ მოვისმინეთ დემაგოგიური შეკითხვა, რომელიც  უფრო მეტად ინტრიგნობაზე იყო ორიენტირებული ვიდრე რეალურად ადარდებდა ამ კითხვის დამსმელს სიღარიბის პრობლემა და მოვისმინეთ ძალიან დამაჯერებელი, პასუხისმგებლიანი პასუხი პრემიერ-მინისტრის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. რა თქმა უნდა არასოდეს გვითქვამს, რომ სიღარიბის პრობლემა გაქრა და არ არსებობს, იმიტომ რომ სიღარიბის პრობლემა ზოგადად აწუხებს ჩვენზე გაცილებით ძლიერ სახელმწიფოებსაც, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის რომ ვითარება გაუმჯობესდეს," - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ამჯერად ინტერპელაციის წესით უსმენენ. დღეს გიორგი გახარია პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა დაიბარეს.

დღის ამბები