12 ივლისი 2020,   13:57
ვრცლად
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ხელისუფლების ნაბიჯები, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები, ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას - ტომაშ პეტრშიჩეკი

ჩეხეთის რესპუბლისკის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რუსეთის უკანონო ნაბიჯებს ოფიციალური Twitter გვერდის მეშვეობით ეხმაურება:

"არ შემიძლია არ გავიმეორო, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ისევე როგორც  რუსეთის ქმედებები, ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას. სავალალოა, რომ ე.წ. "ბორდერიზაცია" და სხვა უკანონო მოქმედებები COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად გრძელდება" - განაცხდა მან.

დღის ამბები