12 ივლისი 2020,   13:50
ვრცლად
ეკონომიკის 16%-იანი კლება მთავრობის გაუაზრებელმა და არაგონივრულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია - ირაკლი აბესაძე

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, 4 თვის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -3.6%-ს შეადგენს. 2020 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლების ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა.

ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ სამთომრეწველობის დარგში.

საკითხს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები გამოეხმუარნენ. ოპოზიციის წევრების შეფასებით, ეკონიმიკის შემცირება მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ განაპირობა.

"საქართველო დაზიანდება ყველაზე მეტად, ვინაიდან საქართველო შეხვდა მოუმზადებელი, სუსტი ეკონომიკით, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით და საქართველოს მდგრადობას საგარეო რისკებისა და პანდემიის სახით წარმოშობილი საფრთხეების წინაშე იყო ყველაზე სუსტი და ყველაზე უსუსური. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ საქართველოში ეკონიმიკური ზრდა ასეთი მინუს ნიშნით არის, - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

"ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეკონომიკა 16%-იანი კლება მართლაც უპრეცედენტო და მძიმეა ეკონომიკისთვის. ეს მეტწილად მოიტანა სწორედ ეკონომიკის მთლიანად ჩაკეტვამ. ბევრმა გაუაზრებელმა და არაგონივრულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც მთავრობამ მიიღო. ამ ყველაფერს ახლა სჭირდება საპირისპირო, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრი გია ჟორჟოლიანი უარესს პროგნოზებს ელოდება  ეკონიმიკური ზრდის თვალსაზრისით.

დღის ამბები