27 სექტემბერი 2020,   19:31
ვრცლად
8 ივნისიდან დიდ ბრიტანეთში ჩასული მგზავრებისთვის 2 კვირიანი კარანტინი სავალდებულო გახდება

8 ივნისიდან დიდ ბრიტანეთში ჩასული მგზავრებისთვის, 2 კვირიანი კარანტინი სავალდებულო გახდება. ამის შესახებ მთავრობამ მოსახლეობას ყოველდღიური ბრიფინგისას ამცნო.

ქვეყანაში ჩასვლისთანავე ნებისმიერი მგზავრი ვალდებული იქნება, შეავსოს ონლაინ ფორმა და დატოვოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იქნება ის თვითიზოლაციის პერიოდში. დიდი ბრიტანეთი COVID ინფექციის გავრცელების კუთხით მსოფლიო რუქაზე მე-5 ადგილზეა.

"დიდ ბრიტანეთში ჩამოსული მგზავრები ვალდებული იქნებიან, 14 დღე თვითიზოლაციის რეჟიმში გაატარონ, დაშვებული იქნება რამდენიმე გამონაკლისი. მათთვის, ვინც კარანტინის რეჟიმს დაარღვევს, ჯარიმა დაწესდება. მიღებული რეგულაციების მიზეზი ჩვენი მოპოვებული პროგრესის შენარჩუნება და COVID-19-ის მეორე ტალღის თავიდან აცილებაა," - აცხადებს ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი პრითი პატელი.

დღის ამბები