29 სექტემბერი 2020,   18:29
ვრცლად
ინტერპელაციისას მხოლოდ ერთი პირი სვამს კითხვებს, პრემიერის ინიციატივაა, რომ ყველა დეპუტატს მიეცეს ეს შესაძლებლობა - ირაკლი კობახიძის განმარტება

"ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რატომ დაგეგმა პრემიერმა 27 მაისს პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მისვლა მაშინ, როდესაც 29-ში ინტერპელაციის წესით იყო დაბარებული. კობახიძის განმარტებით, ინტერპელაციის ფორმატი არ იძლევა საშუალებას, პრემიერს კითხვა ყველა დეპუტატმა დაუსვას, მას კი სწორედ ეს სურდა. 

"ინტერპელაციის შემთხვევაში მხოლოდ ერთი კონკრეტული პირი სვამს კითხვას, რაც შეეხება პრემიერის ინიციატივას, მისი ინიციატივაა, რომ ყველა დეპუტატს მიეცეს კითხვის დასმის შესაძლებლობა და გაეცემა, ბუნებრივია, პასუხები,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები უშუალოდ პრემიერისგან მოისმინოს. 

"არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც აუცილებელი და საჭიროა საზოგადოებამ მიიღოს მთელი რიგი ინფორმაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პოლიტიკური დებატების საინტერესო მომდევნო კვირა გველის და უშუალოდ პრემიერ მინისტრისგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის ჩვენი საზოგადოებისთვის მიწოდების თვალსაზრისით,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ 27 მაისს, საკუთარი სურვილით მიდის. მას საკანონმდებლო ორგანოში 29 მაისს ინტერპელაციის წესითაც მოუწევს მისვლა. გიორგი გახარიას პარლამენტში კანონმდებლებთან შეხვედრა კიდევ ერთი ვიზიტის ფარგლებში, ივნისში, რეგლამენტით მოუწევს.

დღის ამბები