21 ოქტომბერი 2020,   14:40
ვრცლად
შეხვდებოდა თუ არა სალომე ზურაბიშვილი ვლადიმერ პუტინს - პრეზიდენტი ამბობს, რომ დღეს საამისო სიტუაციას ვერ ხედავს

"ბევრი წელი გავიდა, დღევანდელი პუტინი აღარ არის იმ დროინდელი პუტინი, ყველაფერი შეიცვალა მსოფლიოში და კიდევ შეიცვლება ამ კოვიდის შემდეგ,"- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა "ღამის კურიერის" ეთერში დასმულ კითხვას, არის თუ არა შანსი, მომავალში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პირდაპირი დიალოგის ფორმატში შეხვდეს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი დიდ კრიზისს განიცდის და არავინ იცის, როგორი გამოვა ამ კრიზისიდან.

"ბევრი წელი გავიდა, დღევანდელი პუტინი აღარ არის იმ დროინდელი პუტინი, ყველაფერი შეიცვალა მსოფლიოში და კიდევ შეიცვლება ამ კოვიდის შემდეგ, ჩვენ შევდივართ სულ სხვა მსოფლიოში. 

ვერავინ ვერ იტყვის როგორი იქნება ხვალ რუსეთი, რომელიც განიცდის ძალიან დიდ კრიზისს, ერთის მხრივ, კოვიდის და მეორეს მხრივ ნავთობის, როგორ გაუმკლავდება ამას ყველასთვის უცნობია. თავისი ტრადიციული რეაგირებით, რომელიც უფრო აგრესიული ხდება თუ შეცვლილი დახვდება ამ გამოწვევას, არავინ არ იცის.

შეხვედრა შეხვედრისთვის, დიალოგი დიალოგისთვის არ ვიცი - უნდა არსებობდეს გარემო, რომელიც ამის საშუალებას გაძლევს და იქ გააკეთო საქმე. თუ ეს არ არსებობს, ყველაფერი იგივენაირად დარჩება. შეიძლება ზოგჯერ წახვიდე გამბედავ ნაბიჯზე, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყო, რომ გიღირს და გიღირს და ქვეყნისთვის შეიძლება იყოს რამეს მომტანი. თუ სიტუაციას დავინახავ, მეც წავალ, მაგრამ სიტუაცია უნდა არსებობდეს და დღეს არ არსებობს,"-სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები