21 ოქტომბერი 2020,   14:51
ვრცლად
არეულობისკენ არიან მიმართული ძალები, რომელთაც არ სურთ ქვეყნის მშვიდობა, წარმატება, სამართლიანი არჩევნები - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მან მსჯავრდებული პოლიტიკოსების შეწყალებით ქვეყანას გარკვეული ძალების მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობა აარიდა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში, დავით კაკულიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

"ჩვენ ვართ ძალიან სერიოზულ კრიზისში, რომელსაც ჰქვია კოვიდი. მსოფლიო კრიზისია, სადაც ჩვენ გავიარეთ წარმატებით პირველი ეტაპი, მაგრამ გველის მეორე, მესამე და არავინ იცის რამდენი ეტაპია. ამ პირობებში, ნებისმიერი დაძაბულობა, არეულობის მცდელობა შეიძლება ათმაგად დაგვიბრუნდეს, ეს არის ჩემი მსჯელობის მთავარი ელემენტი. ჩვენ ძალიან ბევრი შევძელით,  ამას აფასებს მთელი მსოფლიო და ჩვენ ამ ყველაფრის გადაყრა წყალში და არეულობისკენ წასვლა, ეს იქნებოდა... ეს სცენარები ყველამ ვიცით, ვინც სიტუაციას აკვირდება ძალიან კარგად იცის, როგორ შეიძლება გამოიყენო ნებისმიერი სიტუაცია არეულობისთვის, ამისკენ რომ არის მიმართული ძალები, რომელთაც არ სურთ არც მშვიდობიანი არჩევენები, არც ქვეყანაში მშვიდობა, არც ქვეყნის ეს წარმატება, არც მისი პოლიტიკური და ეკონომიკური გამოსწორება, ეს ყველამ კარგად ვიცით," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ის ქვეყნის პრეზიდენტია და კონკრეტულად არავის დაადანაშაულებს, თუმცა ყველანაირად გამოიყენებს საკუთარ თანამდებობას, რომ ქვეყანაში სიმშვიდის გარანტორი იყოს.

დღის ამბები