21 ოქტომბერი 2020,   15:24
ვრცლად
უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებამდე ბიძინა ივანიშვილს, გიორგი გახარიას და არჩილ თალაკვაძეს წინასწარ შევატყობინე - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების შეწყალების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს, გიორგი გახარიას და არჩილ თალაკვაძეს წინასწარ შეატყობინა. სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

"სრულიად დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ როცა უკვე ჩემში დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, გადაწყვეტილების გაჟღერებამდე ​შევატყობინე. შევატყობინე იმ შტოებს, ქვეყნის ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი. კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს და "ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს,"- განაცხადა პრეზიდენტმა.

ინტერვიუს სრულ ვერსიას "რუსთავი2-ის" მაყურებელი დღეს, 22-საათზე, "ღამის კურიერის" ეთერში ნახავს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად წოდებული პოლიტიკოსები - გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის მიზნით მიიღო. 

დღის ამბები