04 დეკემბერი 2020,   21:41
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის მორიგი ფაქტი დადასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის მორიგი ფაქტი დადასტურდა. ვირუსი ერთ პაციენტს ცოტა ხნის წინ დაუდგინდა.

ის კლინიკაში მოთავსებული ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრია. ისინი ესპანეთიდან 20 მარტს დაბრუნდნენ.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, დღეს პასუხი ხუთ პაციენტზე მიიღეს და აქედან ოთხი უარყოფითია.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსით ამ ეტაპზე სამი პაციენტია მოთავსებული. მათ მოგზაურობის ისტორია აქვთ.  

დღის ამბები