06 დეკემბერი 2020,   03:32
ვრცლად
მოსკოვის მერი საზოგადოებას მოუწოდებს მომავალი ერთი კვირის მანძილზე სახლში დარჩნენ

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი მოსახლეობას მოუწოდებს მომავალი ერთი კვირის მანძილზე სახლში დარჩნენ. მისი თქმით, ეს ერთადერთი საშუალებაა დროის მოსაგებად.

სობინიანის განცხადებით, ამ დროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია.

"ყველამ უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა, ჩვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ერთი კვირის მანძილზე დარჩით სახლში. ამით ჩვენ დროს მოვიგებთ, მოქალაქეების პასუხისმგებლობა ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია,"- განაცხადა სერგეი სობიანინმა.

რუსეთში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა, რუსეთის პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, შექმნილ ვითარებაში ტაძრებში არ იარონ.

დღის ამბები