04 დეკემბერი 2020,   22:36
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ შეცვლილა, დადასტურებულია კვლავ 81​ შემთხვევა - მარინა ეზუგბაია

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა დღის განმავლობაში არ შეცვლილა. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ საზოგადოებას პაციენტების შესახებ ბოლო მონაცემები გააცნო. 

"დილის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა. შესაბამისად, როგორც დილით, ამჯერადაც 81 კორონავირუსის შემთხვევა გვაქვს. მათგან ჩვენს კლინიკაში 32 ადამიანი მკურნალობს. 13-მა პაციენტმა კი უკვე დატოვა ჩვენი კლინიკა. ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც კლინიკას ტოვებს, თვითიზოლაციის პერიოდს აგრძელებს 2 კვირის განმავლობაში. 

რაც შეეხება ბოლო დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, ის უცვლელია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ ეტაპზე სულ 4 მძიმე პაციენტი გვყავს, მათგან ერთი ასაკოვანი ქალბატონი კი შედარებით მძიმედ არის. დანარჩენი 3 პაციენტის მდგომარეობა დღეს არ შეცვლილა," - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 81 შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 13. კარანტინის რეჟიმში 4 505 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 247.

დღის ამბები