30 სექტემბერი 2020,   18:24
ვრცლად
ვემზადებით რთული სცენარებისთვის, მაგრამ ვართ იმედიანად - ირაკლი სესიაშვილი მარნეულის შესასვლელთან მივიდა

მარნეულის შესასვლელში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის წარმომადგენლები იმყოფებიან, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ მოინახულა. ირაკლი სესიაშვილმა, სამხედროებსა და სამართალდამცველებს იმ სამუშაოებისათვის, რასაც ისინი 24 საათიან რეჟიმში ასრულებენ, მადლობა გადაუხადა. 

"ჩვენი ჯარისკაცები და პოლიციელები ზედმიწევნით ასრულებენ თავის შესაბამის განსაზღვრულ წესებს, ინსტრუქციებს, პროტოკოლებს და მაქსიმალურად არის ასევე დაცული მათი ჯანმრთელობა შესაბამისი სპეციალისტების რჩევების და ინსტრუქციების მიხედვით. მინდა მადლობა გადავუხადო და გავამხნევო ისინი. ჩვენ ვემზადებით რთული სცენარებისთვის, მაგრამ ვართ იმედიანად," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

​ 

დღის ამბები