04 დეკემბერი 2020,   22:14
ვრცლად
ლარის გაუფასურება ჯერ კიდევ მოსალოდნელია - ექსპერტების შეფასებები

ლარის ამჟამინდელი ღირებულება 3 ლარი და 45 თეთრია. ეროვნულმა ბანკმა ბოლო მონაცემები ერთი საათის წინ გამოაქვეყნა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3 ლარი და 44 თეთრი იყო. 

ლარის რეკორდული გაუფასურების გამომწვევ მიზეზებს ექსპერტთა ნაწილი აფასებს.

"საქართველო, როგორც ღია ეკონომიკა, მეტად დამოკიდებულია ტურიზმე, საერთაშორისო გზავნილებზე და ინვესტიციებზე. ჩვენ, ყველაზე ცუდ სცენარში შეიძლება გავთვალოთ, რომ ამ მხრიდან სავალუტო შემოსულობები მნიშვნელოვნად შეგვიმცირდება მინიმუმ ამ წელს.

ლარი შესაძლოა დღეს უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს, რადგან მაკროეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად პანიკა და გაურკვევლობაა ჩართული ბაზარზე. ბევრი ლარში დეპოზიტებსაც ახურდავებს უცხოურ ვალუტაში და ამანაც გაზარდა დოლარის კურსი," - აცხადებს "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე.

ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას ვარაუდობს ექსპერტთა მეორე ნაწილი. 

"ლარის გაუფასურება ჯერ კიდევ მოსალოდნელია, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა ჯამში 100 მილიონი გამოიყენა თავისი რეზერვებიდან. ლარის გაუფასურება-გამყარების ან სტაბილურობის ამოსავალი წერტილი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ვალუტების სტაბილურობა გახლავთ," - აღნიშნა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ. 

აღსანიშნავია, რომ პარალელურად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა.

დღის ამბები