24 ნოემბერი 2020,   19:53
ვრცლად
1 დოლარის ფასი 3 ლარი და 45 თეთრია

ეროვნული ვალუტა, მიუხედავად მეორე ინტერვენციისა, მაინც გაუფასურდა. ცენტრალურმა ბანკმა ახლახან ახალი კურსი დაადგინა.

სავალუტო რეზერვიდან 40 მილიონი ამერიკული დოლარის გაყიდვის შემდეგაც 1 დოლარის ფასი 3 ლარი და 45 თეთრია. კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში ნიშნული კიდევ უფრო მაღალია

ლარის ანტირეკორდულ მაჩვენებლებზე განმარტებას ნათია თურნავა აკეთებს. 

"ლარის კურსი, რა თქმა უნდა დიდი გამოწვევაა, მაგრამ რომ შევხედოთ მთლიანად მსოფლიოს ეკონომიკას, ფინანსური ბაზრები კრიზისშია და ამ დროს ძალიან ბევრი ქვეყნის ეროვნული ვალუტა უფასურდება. 

ეს ერთგვარად პანიკური განწყობების ზეგავლენითაც არის გამოწვეული, რადგან პანდემია ეს არის ისეთი საფრთხე, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას. მაგრამ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ლარის კურსის დევალვაციამ ნაკლებად მტკივნეულად დაარტყას მოსახლეობას," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. 

დღის ამბები