29 ნოემბერი 2020,   18:28
ვრცლად
არჩვენების გადავადების საფუძველი არ არსებობს, ოპოზიციას შეუძლია მშვიდად იყოს - არჩილ თალაკვაძე

​პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ არჩევნების გადავადების, ან საარჩევნო წესის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შეფერხების საფუძველი არ არსებობს.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილების მიღება საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იგეგმება.

"ამ მომენტისთვის, არავითარი საფუძველი მე არ მაქვს იმისთვის, რომ ვთქვა, რომ არჩევნების გადავადება შეიძლება მოხდეს. შესაბამისად, ოპოზიციის რომელიმე წევრს გარკვეული წუხილები თუ აქვს, მინდა ვუთხრა, რომ ყველა ვართ მობილიზებული იმისთვის, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მოხდეს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები და არჩევნები ჩატარდეს თავის დროზე. როგორც იცით, საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, 60 დღეში არჩევნების ჩატარება უკვე შესაძლებელია. ასე რომ, ჯერ-ჯერობით, დრო არის და აქ გარკვეული, რადიკალური ცვლილებების განხორციელება ჩვენ, როგორც ხელისუფლებას არ მოგვიწევს,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები