24 ნოემბერი 2020,   19:14
ვრცლად
ბათუმის აეროპორტში სპეცრეისით ევროპაში ჩარჩენილი 182 ქართველი ჩამოიყვანეს

ბათუმის აეროპორტში სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეების მორიგი ნაკადი ჩამოიყვანეს. 

ბერლინი-ბათუმის რეისით ევროპაში ჩარჩენილი 182 ქართველი ჩამოიყვანეს. თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ ბათუმის აეროპორტში დაეშვა. 

აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური ეკიპირებით მედიკოსები და შსს წარმომადგენლები დახვდნენ. ყველა მგზავრი საკარანტინო ზონაში განთავსდება.

დღის ამბები