01 დეკემბერი 2020,   22:51
ვრცლად
ახალი ბიუჯეტი უნდა მომზადდეს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უმუშევრები რჩებიან - ირაკლი კოვზანაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მთავრობამ საგანგებო ბიუჯეტი უნდა წარმოადგინოს. მისივე თქმით, არსებულ ბიუჯეტში უნდა მოხდეს გადაჯგუფებები იმ მოქალაქეების საჭიროებებიდან გამომდინარე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო უმუშევრად დარჩნენ.

"საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს საშუალებას, რომ წარმოადგინოს საგანგებო ბიუჯეტი, ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეული შეზღუდვები რაც მთავრობას უწესდება ჩვეულებრივი ბიუჯეტის პირობებში, ეს კოეფიციენტები და ნორმატივები იცვლება. აქედან გამომდინარე, გარკვეული შეზღუდვებიც მოეხსნება. მათ შორის, ბიუჯეტის დეფიციტის ნაწილში, ასევე, მთავრობის სარეზერვო ფონდების ხარჯვის ნაწილში. ასეთი ბიუჯეტი იქნება საჭირო იმისთვის, რომ მთავრობამ ბიუჯეტი ხარჯოს. ჩვენ მოგვიწევს არსებული ბიუჯეტის გარკვეული გადაჯგუფებები, ეს არის ის პაკეტი, რომელიც უნდა მომზადდეს, პირველ რიგში, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უმუშევრები რჩებიან,"-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დღის ამბები