24 ნოემბერი 2020,   18:56
ვრცლად
მალე კარანტინის საჭიროება გაიზრდება და სასტუმრო ბიზნესს სივრცეების დათმობა მოუწევს - ნათია თურნავა

ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული ყველა ის პირი, რომელიც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, სიმპტომებისგან დამოუკიდებლად, სავალდებულო კარანტინს გაივლის - გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში თემატურმა ჯგუფმა მიიღო. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სასტუმრო ბიზნესს ​კარანტინისთვის სივრცეების დათმობა მოუწევს.

"დღეს ჩვენ 3000 ადამიანამდე ერთდროულად გვყავს სხვადასხვა განთავსების ობიექტში, სხვადასხვა სასტუმროში, ვისზეც სახელმწიფო ზრუნავს. ხვალ საჭიროება ამ ოთახების და სასტუმრო სივრცეების რადიკალურად გაიზრდება. არ გამოვრიცხავთ, რომ საგანგებო ზომებსაც მივმართოთ ამ სიტუაციაში. სივრცეების დათმობა იგულისხმება, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მაგრამ ჩვენ ვერ დავკარგავთ დროს მრავალკვირიან მოლაპარაკებებში და ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს ამას, რომ ჩვენთვის დღეს მთავარი, საგანგებო პრიორიტეტი არის მოსახლეობის ინტერესების დაცვა,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები