26 ნოემბერი 2020,   19:52
ვრცლად
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენება ვერ ხერხდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, ესპანეთში გარდაცვლილი ქალბატონის გადმოსვენება სტანდარტული პროცედურებით ვერ ხორციელდება და ის დროში გაჭიანურდება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი გარდაცვლილის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზე არიან და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მათთან შეთანხმების შედეგად მიიღებენ.

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე, 74 წლის ქალი გუშინ გარდაიცვალა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ გარადაცვლილის ოჯახთან მუდმივი კავშირი აქვს და ყველაფერი მათი თანხმობის გარეშე მოხდება.

"საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების საკითხები სტანდარტული პროცედურებით ვერ ხორციელდება. კონკრეტულ შემთხვევაში კავშირი გვაქვს გარდაცვლილის ოჯახთან და მათთან შეთანხმებით მოხდება ყველა დეტალის დაზუსტება და გადაწყვეტა გადმოსვენების ამბის,"- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტიდმა.

დღის ამბები