24 ნოემბერი 2020,   19:23
ვრცლად
შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები - ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

"ქვეყანაში არსებული შეზღუდვის პირობებში, საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას. მათ შორის, ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას.

შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები. ეს სერვისები არ შეიზღუდება არც იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელი გახდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება" - ამ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში საფინანსო სექტორი გამოწვევებს მომზადებული ხვდება. მათ შორის, კარგადაა განვითარებული დისტანციური მომსახურების სერვისები.

"მოვუწოდებთ მოსახლეობას, იმისათვის, რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები და მოერიდონ აუცილებლობის გარეშე სახლიდან გამოსვლას," - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

დღის ამბები