26 ნოემბერი 2020,   20:25
ვრცლად
სავაჭრო ცენტრებში განთავსებული 40-მდე მაღაზია პირველ აპრილამდე იხურება

სავაჭრო ცენტრებში განთავსებული 40-მდე მაღაზია პირველ აპრილამდე იხურება. ბიზნესასოციაციაში გადაწყვეტილება შექმნილი ფორსმაჟორული გმდგომარეობის გათვალისწინებით მიიღეს.

ასოციაციაში ამბობენ, რომ მზად არიან ითანამშრომლონ სახელმწიფო ორგანოებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით და მინიმალური დანაკარგით გამოვიდნენ არსებული რთული ვითარებიდან.

"მეოთხე და მეხუთე გადადებები,  ვიცით, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად დაიწყოს და არ გვინდა ჩვენი თანამშრომლები რისკის ქვეშ დავაყენოთ. 

ვალდებულება გვაქვს თანამშრომლების მიმართ და ამ ვალდებულებას ჩვენ პირველ აპრილამდე შევასრულებთ. ამისთვის ბანკის რესურსი გვჭირდება და ბანკები გვეხმარებიან, მაგრამ ის, რომ გავაგრძელოთ მომავალ თვეებში, დაგვჭირდება მთავრობის დახმარება. 

შევქმენით საინიციტივო ჯგუფი და მზდ ვართ, მთავრობასთან ერთდ ვისაუბროთ, რა იქნება საუკეთსო გამოსავალი, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ქვეყნისთვის,"-აცხადებენ ასოციაციაში.

დღის ამბები