24 ნოემბერი 2020,   19:04
ვრცლად
ვირუსის მსუბუქი ფორმის შემთხვევაში პაციენტები სამედიცინო მომსახურეობას ბინაზე მიიღებენ

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 38, მათ შორისაა ერთი გამოჯანმრთელებული; კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 1 344 ადამიანი; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 216 პაციენტი; +4 ახალი ინფიცირებული - ასეთია დღევანდელი სტატისტიკა. საქართველოში კორონავირუსის მეოთხეული გავრცელება ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.

პაციენტზე, რომლის დაინფიცირების სავარაუდო ისტორიის დეტალებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი საიდუმლოდ ტოვებს, კორონავირუსის გავრცელების წყარო ისევ დაუდგენელია. უკვე რამდენიმე დღეა სპეციალისტები იმ ადამიანების იდენტიფიცირებას ცდილობენ, რომელთანაც COVID-19-ის ნიშნების მატარებელს სავარაუდო კონტაქტი ჰქონდა. ინფიცირების წყაროს დადგენა, ექიმებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დადასტურებული ფაქტების ისედაც მოსალოდნელი მატებით, ვითარება უკონტროლო არ გახდეს.

მოსალოდნელ გართულებამდე გავრცელების ე.წ. მესამეული გადაცემით საქართველოში კორონავირუსით 4 ახალი ინფიცირებულია. დადასტურებული ფაქტებით 2 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოს დაემატა. ამ შემთხვევაში წყარო დადგენილია და მათთან მყოფი ყველა ადამიანი უკვე იზოლაციაშიადაინფიცირებულებიდან ორი ცოლ-ქმარია. შუახნის პირებზე მძიმე დაავადება იტალიიდან ჩამოსული სტუმრით გავრცელდა.

კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში დაავადების გავრცელების ყველა მნიშვნელოვან ჯგუფს სპეციალისტები აკონტროლებენ. ამ დროისთვის ინფიცირებული 37 პაციენტიდან შედარებით მძიმე 3-ის მდგომარეობაა.

უცვლელია რაოდენობა არასრულწლოვნების, რომელთაც კორონავირუსი აქვთ. ოთხივე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სპეციალისტებისთვის ეს მონაცემები საგანგაშო არაა, თუმცა ფიქრობენ, რომ ყველაზე მეტ შემთხვევაში მოზარდები დაავადების გავრცელების დიდ რისკს წარმოადგენენ.

მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით, მიმდინარეობს მუშაობა იმ პრაქტიკის დანერგვაზე, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ვირუსის მსუბუქი ფორმები ექნებათ, სამედიცინო მომსახურეობა ბინაზე მიიღონ.

გაზრდილი მიმართვიანობის ფონზე, მომავალი კვირიდან კორონავირუსის ფაქტებზე მოქალაქეების მონაცემების შესწავლა ლუგარის გარდა, სხვა ლოკაციებზეც მოხდება.

დღის ამბები