01 დეკემბერი 2020,   22:32
ვრცლად
ჩემთვის მნიშვნელოვანია პროცესი და არა თანამდებობა - პრემიერი საკადრო ცვლილებებზე

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში კითხვას იმის შესახებ, ჩაატარებს თუ არა 2020 წლის არჩევნებს როგორც პრემიერი, უპასუხა, რომ ამას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. პრემიერის თქმით, მთავარია პროცესი და არა კონკრეტული ადამიანები. 

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ ადამიანებს, ვინ ჩაატარებს 2020-ის არჩევნებს. აქ გუნდზეა საუბარი. ჩემთვის არასოდეს ჰქონია მნიშვნელობა რაღაც თანამდებობებს და პოზიციებს, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო პროცესი. ეს არის ის, რის გამოც მე ყოველდღიურად რაღაცის გაკეთების საშუალება მაქვს, ეფექტურობა და პროცესი - ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ, სად ვიქნები, რა პოზიციაში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მთავარია, რომ ფასეულობები და ღირებულებები ემთხვეოდეს საერთო ფასეულობებს და ღირებულებებს. 

მე ვხედავ ჩემს თავს როგორც ცალკე აღებული ადამიანი, მიუხედავად იმისა, რა პოზიციაზე იქნება, ჩვეულებრივი ადამიანური სურვილიდან გამომდინარე ემსახურება ქვეყანას. არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება: სახელმწიფო სამსახურში, გარეთ, იქნება რიგითი - ჩემთვის ეს პროცესია მნიშვნელოვანი. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ამ კითხვაზე იუმორით მეპასუხა და არ არის ამაზე საუბარი საინტერესო, თუმცა შეგვიძლია იუმორზეც გადავიდეთ და გაზაფხულის მოლოდინის შემდგომ ვთქვათ, რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და ვნახოთ რა იქნება,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები