01 დეკემბერი 2020,   21:43
ვრცლად
სახელმწიფო იმ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უნდა დაეხმაროს, რომლებსაც ბავშვებისთვის საკვები სჭირდებათ - სერგო რატიანი

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი ხელისუფლებას მიმართავს და ახალი რეგულაციების შემუშავებას სთხოვს.

სერგო რატიანის განცხადებით, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს იმ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვებისთვის საკვები სჭირდებათ.

"ტენდერები უკვე ჩატარებულია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ეს რესურსი გადამისამართდეს და მოხმარდეს სოციალურად დაუცველ ოჯახებში მყოფ მცირეწლოვან ბავშვებს. ჩვენ გვესმის, რომ მათი რაოდენობის 20 პროცენტი შიმშილობს და აუცილებელია მათ მიმართ ყურადღების გამოჩენა," - განაცხადა სერგო რატიანმა.

დღის ამბები