06 დეკემბერი 2020,   03:24
ვრცლად
პანიკის საფუძველი არ არსებობს, პროდუქტის დეფიციტი არ შეიქმნება - სასურსათო ქსელური კომპანიების წარმომადგენლები

ოფიციალური განცხადებების და ექსპერტების პროგნოზების მიუხედავად, რომ ქვეყანას ჰუმანიტარული კრიზისი არ ემუქრება და პროდუქტების დეფიციტი არ შეიქმნება, მაღაზიებში მაინც რიგებია. პროდუქტებზე მოთხოვნა გაზრდილია. კერძო სექტორსა და სადისტრიბუციო კომპანიებში აცხადებენ, რომ ამის ობიექტური საფუძველი არ არსებობს და ერთადერთი მიზეზი პანიკაა.

სასურსათო ქსელური მაღაზიებისა და კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, სურსათის დეფიციტის საფრთხე არც ახლაა და არც მომავალში იარსებებს.

"პანიკის საფუძველი არ არსებობს, იმიტომ, რომ პროდუქტების მარაგები გვაქვს როგორც ადგილობრივ საწყობებში, ასევე ცენტრალურ საწყობებში. ხშირი კომუნიკაცია გვაქვს მომწოდებლებთან და გვამშვიდებენ, რომ ამ მხრივ ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობა ქვეყანაში არ არსებობს," - განაცხადა "სმარტის" მენეჯერმა დალი ჩაკმაროვამ.

"მარაგები საკმარისზე მეტი რაოდენობის არის. თვეების სამყოფი მარაგია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვეების შემდეგ ამოიწურება. პირიქით, საზღვრები არ არის დაკეტილი. თუ სადმე ტვირთია გაჩერებული, მთავრობა აქტიურად მუშაობს მის შემოტანაზე. მარაგები მუდმივად ივსება. საფუძველი იმისა, რომ რამე გათავდეს, არ არსებობს," - აღნიშნა "აგროჰაბის" დირექტორმა გიორგი ჯაშიაშვილმა.

დღის ამბები