24 ნოემბერი 2020,   18:30
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, კორონავირუსის გამო დონალდ ტრამპი ლოცვებს აძლიერებს

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, კორონავირუსის გამო, დონალდ ტრამპი ლოცვებს აძლიერებს. ამერიკის პრეზიდენტმა 15 მარტი ლოცვის ეროვნულ დღედ გამოაცხადა. ქვეყნის მასშტაბით ვირჯინია ერთადერთი შტატია, რომელშიც ვირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა.

"ამერიკას ყველაზე ძლიერი ერი ჰყავს . მომავალ კვირებში მოგვიწევს ცვლილებებს გაუმკლავდეთ. თქვენს მიერ გაღებული ხანმოკლე მსხვერპლით ისევ თქვენ მიიღებთ დიდ სარგებელს. მომავალი კვირები კრიტიკული იქნება. სწორედ ამიტომ ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას. სტუდენტურ სესხებზე პროცენტები დროებით გაუქმდება, რადგან უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ნაწილი დახურულია. ვისარგებლებთ ნავთობის გაუფასურებით და შევისყიდით მარაგისთვის," - აღნიშნავს დონალდ ტრამპი. 

ბოლო ინფორმაციით, ბრაზილიის დელეგაციის ორ წევრს, რომლებიც შეერთებულ შტატებში პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ, კორონავირუსი აღმოაჩნდათ. ვირუსი არ დაუდგინდა ბრაზილიის პრეზიდენტს.

დაავადებას შტატებში 2 ათასზე მეტი ადამიანი ებრძვის, ვირუსმა უკვე 50 ადამიანი იმსხვერპლა.

იტალიაში ახალი კორონავირუსით 17 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა კი 1.300-ს მიაღწია. იტალიაში ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებით კვლავ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია გამოვლენილი.

პოლონეთში შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდოს. ორ კვირიან კარანტინს გაივლის სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე. საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს ესპანეთში, ლატვიაში , ესტონეთში, ბულგარეთში. პარიზში კი ეიფელის კოშკი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა.

საფრანგეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 800ი ადამიანით გაიზარდა. ვირუსით დაავადებულთა რიცხვი ესპანეთში 5 ათასს, ხოლო გერმანიაში 3 ათასს გადასცდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცახდებენ, რომ ევროპა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ეპიცენტრი გახდა. ახალი კორონავირუსი დაუდგინდა ნატო-ს ყოფილ გენერალური მდივანს, ხავიერ სოლანას. ევროპისგან განსხვავებით დაინფიცირების შემთხვევები იკლებს ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში. კორონავირუსით მხოლოდ დღეს ირანში 97 ადამიანი დაიღუპა, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 611-ს მიაღწია. მსოფლიოში კი სულ დაავადებით 150 ათასამდე ადამიანია ინფიცირებული . ვირუსმა 5,602 პაციენტი იმსხვერპლა.

დღის ამბები