26 ნოემბერი 2020,   20:25
ვრცლად
"თურქეთის ავიახაზები" და "პეგასუსი" საქართველოს მოქალაქეებს ბილეთში გადახდილ თანხას დაუბრუნებს

მსოფლიო მასშტაბით საზღვრების ჩაკეტვასა და ფრენების გაუქმებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყებას კომუნიკაცია ჰქონდა თურქეთის უმსხვილეს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, "თურქეთის ავიახაზებსა" და "პეგასუსთან", რომელთაც 17 აპრილის ჩათვლით ფრენები შეაჩერეს გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, დანიის, ბელგიის, შვედეთის, ავსტრიის და ნიდერლანდების მიმართულებით.

საგარეო უწყების ცნობით, ავიაკომპანიები საქართველოს მოქალაქეებს ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებენ, ასევე დაუბრუნებენ ბილეთში გადახდილ თანხას, ან უსასყიდლოდ შეუცვლიან მგზავრობის თარიღს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ საქართველოს საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები, უწყვეტად მუშაობს ცხელი ხაზიც.

"საქართველოს მთავრობამ ჩაატარა მოლაპარაკებები "თურქეთის" ავიახაზებისა" და "პეგასუსის" ხელმძღვანელობასთან, შედეგად მიღწეულია შეთანხმება: საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა დაიბრუნონ იმ ბილეთების საფასური, რომელიც უკვე გადახდილი აქვთ. ამასთან, თურქეთისა და და პეგასუსის ავიახაზები საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ ბილეთების გადაცვლას ალტერნატიულ მიმართულებებზე," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

დღის ამბები