24 ნოემბერი 2020,   19:08
ვრცლად
"საქართველოს წითელი ჯვარი" განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს ბინაზე მომსახურებას გაუწევს 

"საქართველოს წითელი ჯვარი" მიმართვას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია სოციალურად დაუცველ ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულებს, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს ბინაზე მომსახურებას გაუწევს. "წითელი ჯვარი" მოხალისეობის მსურველებს სათანადო მომზადების გავლას სთავაზობს.

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" სოციალურად დაუცველ ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულებს, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს უწევს ბინაზე მომსახურებას, როგორც სამედიცინო ასევე, სოციალური საჭიროებების შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით არსებული 39 ფილიალის ბაზაზე.
მოხალისეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვისაც გაქვთ სურვილი ჩაერთოთ აღნიშნულ ღონისძიებაში, გთხოვთ მოგვმართოთ საქართველოს წითელ ჯვარს, რათა გაიაროთ სათანადო მომზადება, თქვენივე უსაფრთხოების მიზნით.

მივმართავთ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას ჩართონ "საქართველოს წითელი ჯვარი", თავისი გუნდით და კარგად დატრენინგებული მოხალისეებით კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებში. ასევე დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ამირან გამყრელიძეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ლუგარის ლაბორატორიას მჭიდრო თანამშრომლობისთვის," - ნათქვამია მიმართვაში.

დღის ამბები