06 დეკემბერი 2020,   03:33
ვრცლად
გამკაცრდეს თვითიზოლაციის კონტროლის მექანიზმები, შემუშავდეს დასჯის ნორმები - "ლელო" ხელისუფლებას მიმართავს

გამკაცრდეს თვითიზოლაციის კონტროლის მექანიზმები, შემუშავდეს დასჯის ნორმები და ეს ყველაფერი დარეგულირდეს სამართლებრივი აქტით - "ლელო" ხელისუფლებას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეკომენდაციით მიმართავს. პოლიტიკური გაერთიანება სამედიცინო დაწესებულებებში საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების და ყველა ინფიცირებული პირის ერთ კლინიკაში მოთავსების აუცილებლობაზე საუბრობს.

"აუცილებელია საკმაოდ მკაცრი კონტროლი, ვიდეო, სატელეფონო, ან ადგილზე მისვლაც და ნახვა თუ რამდენად იცავს ადამიანი ამ თვითიზოლაციის წესებს. მეორე საკითხი ეს არის ე.წ. აუცილებლობა სამართლებრივი აქტის, რომელიც დაარეგულირებს როგორ ვიქცევით მასობრივი შეყრის ადგილებში," – აცხადებს "ლელო საქართველოსთვის" წევრი ვატო სურგულაძე.

"ლელო საქართველოსთვის" წევრი გიგლა მიქაუტაძე ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად ხელისუფლებას გრძელვადიანი ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებას ურჩევს.

"უნდა გადავადდეს საშემოსავლოსა და ქონების გადასახადის ვადები, უნდა შეიცვალოს. საბანკო სექტორთან ერთად უნდა შემუშავდეს მათი საბანკო ვალდებულებების, ანუ სესხების გადავადების გეგმა. პასუხისმგებლიანმა მთავრობამ უკვე უნდა დაიწყოს გრძელვადიანი შესაძლო კრიზისისთვის მომზადება," - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

დღის ამბები