26 ნოემბერი 2020,   19:58
ვრცლად
ტყვეობაში მყოფი 4 ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა

ტყვეობაში მყოფი 4 ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა.

ბათუმის აეროპორტში მათ ოჯახის წევრებთან ერთად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დახვდნენ.

"ფიზიკურად არ შეგვხებიან, შეიძლება ითქვას, რომ გვეპყრობოდნენ ნორმალურად, საჭმელი გვქონდა მცირე და შეზღუდული რაოდენობით," - აღნიშნავს ერთ-ერთი მეზღვაური,  ავთანდილ ხარაზი.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით,  გათავისუფლების შემდეგ, ადგილზე მეზღვაურებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს. 

"არსებულ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გაიარეს სამედიცინო შემოწმება, არიან ჯანმრთელები და ამიტომ მათთვის არ დაწესებულა არანაირი შემზღუდავი ღონისძიებები, არც საკარანტინო და არც თვითიზოლაცია,"- განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. 

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს მეკობრეები 20 თებერვალს აფრიკის ქალაქ “ლაგოსთან” დაესხნენ თავს. მათ ეკიპაჟის 9 წევრი გაიტაცეს,მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქე. მეზღვაურები მეკობრეებმა 6 მარტს გაათავისუფლეს.

დღის ამბები