01 დეკემბერი 2020,   23:05
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" სიტყვაზე ვერ ენდობი, თუ შეთანხმება დაირღვევა კატასტროფის მომტანი იქნება - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ შეთანხმების არც ერთი პირობა, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შედგა, არ უნდა დაირღვეს.

მისი თქმით, თუკი შეთანხმება დაირღვევა, ეს კატასტროფის მომტანი იქნება.  აქვე, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. 

"ისეთი ავტორიტეტი ჩამოაყალიბა "ქართულმა ოცნებამ" თავის თავზე, რომ სიტყვაზე უბრალოდ ვერ ენდობი. ძალიან სამარცხვინოა ამის თქმა, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. არიან ადამიანები, რომლებიც არიან თაღლითები, მაგრამ თაღლითებსაც გააჩნიათ რეალობის განცდა. ახლა კიდევ ერთხელ რაღაც ტრიუკი, უკვე მგონი კატასტროფას დააყენებს. როგორ შეიძლება ნორმალური საარჩევნო გარემო იყოს იმ ქვეყანაში, სადაც პერიოდულად პოლიტიკოსებს ან იჭერენ, ან მათზე საქმეს აღძრავენ, ან მუდმივად ისინი არიან შანტაჟის ობიექტები. მიღწეულია ის, რომ ამ ადამიანებმა უნდა დატოვონ ციხე,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.  

დღის ამბები