04 დეკემბერი 2020,   22:29
ვრცლად
ვერ ვხედავ ჩემს თავს მაჟორიტარად - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ადასტურებს, რომ პოლიტიკაში აქტიურად იქნება ჩართული, თუმცა, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებს როგორ და რა ფორმით იქნება წარმოდგენილი. მან უკვე უარყო ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ის იყოს კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში.

"მჯერა, რომ ოპოზიციური ერთობა ჩამოყალიბდება მაჟორიტარობაზე მთლიანად. მე ვერ ვხედავ ჩემს თავს მაჟორიტარად. მე მინდა უფრო გლობალურ პროცესში შევიტანო ის დეტალები, რომელზეც მქონდა ლაპარაკი. მე რომ მაჟორიტარად ვიყარო კენჭი, ეს ნიშნავს, რომ იმ უბანში ვიქნები ჩაკეტილი. ჩემი მიზანია, საქართველოში შედგეს მრავალპარტიული დემოკრატია,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილი "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები, გიორგი მარგველაშვილი მივიდა.

 

 

დღის ამბები